მშობლებს

გამოჩენილი იტალიელი პედაგოგის მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

  1. ბავშვები სწავლობენ იმას, რაც მათ გარშემოა.
  2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.
  3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.
  4. თუ ბავშვს მტრობას უჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.
  5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართალს ეჩვევა.
  6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და გაუბედავი ხდება.
  7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რწმენას სწავლობს.
  8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მუდვად დამნაშავედ გრძნობს თავს.
  9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
  10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობას, ის მოთმინებას სწავლობს.
  11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის თავდაჯერებული ხდება.
  12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.
  13. არ თქვათ ცუდი ბავშვზე-არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
  14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
  15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც მოგმართავთ.
  16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომები დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას ან ახლა ან ცოტა  მოგვიანებით.
  17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, როცა ძიების პროცესშია და შეეცადეთ შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც ყველაფერი იპოვა.
  18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც აქამდე  არ აუთვისებია გააკეთეთ ეს მზრუნველობით, მოთმინებით, ჩუმად და სიყვარულით.
  19. ბავშვთან ურთიერთობისას კარგი მანერებით იმოქმედეთ, დაანახეთ მას ყველადერი საუკეთესო, რაც თქვენშია.
               


No comments:

Post a Comment