მასწავლებელი
|
ლელა ზაქარაია
|
საგანი
|
გეოგრაფია
|
თემა
|
მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაოაბა
|
დრო
|
45 წუთი
|
მოსწავლის პროფილი
|
1 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე
არ მყავს.
|
გაკვეთილის მიზანი
|
|
ერონული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
გეო. IX .1
გეო. IX . 8
ü
სტატისტიკური
ინფორმაციის საფუძველზე ადარებს საქართველოს ორ კონტრასტულ რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ
ვითარებას. მსელობს შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებზე და სიტუაციის გაუმობესების
გზებზე.
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარჩვევები
|
|
შეფასება და თვითშეფასება
|
გამოვიყენებ განმავითარებელ
შეფასებას სიტყვიერი კომენტარის სახით
გამსაზღვრელ შეფასებას
ქულის სახით
შეფასების რუბრიკას.
|
სასწავლო მასალა
და რესურსები
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხები დრო 3 წუთი
I ფაზა გამოწვევა
აქტივობა №1 დრო 5 წუთი
აქტივობის მიზანი
გონებრივი იერიშით
განვლილი მასალის გახსენება
აქტივობის აღწერა
მოსწავლეს შევეკითხები
განვლილ მასალის შესახებ და გავახსენებ ახალ თემასთან დაკავშირებულ ტერმინებს
1.
რამდენია
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა?
2.
როგორ
ხდება მოსახლეობის აღწერა?
3.
მოსახლეობის
აღწარმოების რომელ ტიპებს იცნობ?
4.
რა
არის ბუნებრივი მოძრაობა?
5.
რა
არის ბუნებრივი მოძრაობა და როგორ ითვლება?
II
ფაზა შინაარსის რეალიზება
აქტივობა
№2 დრო 10 წუთი
აქტივობის
მიზანი
ცხრილის სახით მოცემული
სტატისტიკური მონაცემების შედარება, გაანალიზება და მისი საშუალებით გრაფიკის შექმნა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლე ვებ გვერდ http://www.geostat.ge/-ში გაეცნობა და გაანალიზებს 2014 წლიდან 2017 წლამდე
მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს. შობადობისა და მოკვდაობის მაჩვენებლებს. დაადგენს
ბუნებრივ ნამატს . ამ წლების მონაცემებს შეადარებს 2010 წლის მოსახლეობის სტატისტიკურ
მონაცემებს. მიღებულ შედეგებს წარმოადგენს საოფისე პროგრამა powerpoint-ში -ში გაკეთებილი გრაფიკის სახით.
აქტივობის მიზანი
ცხრილის სახით მოცემული
სტატისტიკური მონაცემების შედარება, გაანალიზება და მისი საშუალებით სვეტოვანი დიაგრამის შექმნა
აქტივობის აღწერა
მოსწავლე ვებ გვერდ http://www.geostat.ge/-ში გაეცნობა და გაანალიზებს 2015-2016
წლის თავისი რეგიონის მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს.
შობადობისა და მოკვდაობის მაჩვენებლებს. დაადგენს ბუნებრივ ნამატს . ამ წლების მონაცემებს
შეადარებს 2010 წლის მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს. მიღებულ შედეგებს წარმოადგენს
საოფისე პროგრამა powerpoint-ში გაკეთებილი სვეტოვანი დიაგრამის სახით.
აქტივობა
№4 დრო 12 წუთი
აქტივობის მიზანი
სტატისტიკურ მონაცემებზე
დაყრდნობით დასკვნების გაკეთება. პრობლემის გაუჯობესების გზების ძიება.
აქტივობის აღწერა
მოსწავლე მის მიერ
შექმნილ სვეტოვან დიაგრამაზე დაყრდნობით იმსჯელებს თავის რეგიონში მოსახლეობის დემოგრაფიულ
ვითარებაზე. შეაფასებს ვითარების გამომწვევ მიზეზებს, დასახავს აღნიშნული სიტუაციის
გაუმობესების გზებს.
სათადარიგო აქტივობა
აქტივობის მიზანი: სტატისტიკური
მონაცემების შედარება, გაანალიზება და დასკვნების
გაკეთება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლე საქართვლოს სტატისტიკურ მონაცემებს, შობადობის
და მოკვდაობის მაჩვენებლებს შეადარებს ევროპის რომელიმე ქვეყნის მონაცემებს, მონაცემებზე
დაყრდნობით იმსჯელებს განსხვავების გამომწვევვ
მიზეზებზე.
საშინაო დავალება (დრო
3 წუთი )
მოსწავლეს მიეცემა
საშინაო დავალება შეადაროს ორ კონტრასტულ რეგიონის მოსახლეობის ბუნებრივი
მატების მაჩვენებლები და იმსჯელოს განსხვავებების მიზეზებზე.
მოსწავლის შეფასება (დრო 4 წუთი )
მოსწავლე შეფასდება
შეფასების რუბრიკით
მოსწავლე გააკეთებს
თვითშეფასების გასასვლელ ბილეთს.
|
დანართი №1 ინფორმაციის მოძიების, გაანალიზების, დასკვნების
გაკეთების, დიაგრამების და გრაფიკების შექმნის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
1-3 ქულა
|
4-5 ქულა
|
6-7 ქულა
|
8-9 ქულა
|
10 ქულა
|
1.
ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და დიაგრამების,
გრაფიკების სახით წარმოდგენა
|
მოსწავლე ვერ იძიებს
ინფორმაციას, ვერ აანალიზებს, ვერ ქმნის დიაგრამებსა და გრაფიკებს
|
მოსწავლეს უჭირს ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება, დიაგრამებსა და გრაფიკების შექმნა.
|
მოსწავლე იძიებს ინფორმაციას, აანალიზებს, ქმნის დიაგრამებსა და გრაფიკებს მაგრამ
სჭირდება მასწავლებლის დახმარება.
|
მოსწავლე კარგად იძიებს ინფორმაციას, აანალიზებს, ქმნის დიაგრამებსა და გრაფიკებს
|
მოსწავლე სრულყოფილად
და დამოიკიდებლად იძიებს ინფორმაციას, აანალიზებს, ქმნის დიაგრამებსა და გრაფიკებს
|
2. სტატისტიკური
მონაცემების შედარება, გაანალიზება და მინაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება
|
მოსწავლე ვერ ადარებს
და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს, ვერ აკეთებს დასკვნებს.
|
მოსწავლეს უჭირს მონაცემების
შედარება, გაანალიზება და მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება.
|
მოსწავლე ადარებს და
აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს, აკეთებს დასკვნებს, მაგრამ სჭირდება მასწავლებლის
დახმარება.
|
მოსწავლე კარგად ადარებს
და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს, აკეთებს დასკვნებს,
|
მოსწავლე სრულფასოვნად
და დამოუკიდებლად ადარებს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს, აკეთებს არგუმენტირებულ
დასკვნებს.
|
3.
თავისი რეგიონის დემოგრაფიულ ვითარების შეფასება, შესაძლო გამომწვევ
მიზეზებზე მსჯელობა და სიტუაციის გაუმჯობესების გზების ძიება.
|
მოსწავლე ვერ აფასებს
თავისი რეგიონის დემოგრაფიულ ვითარებას, ვერ ასახელებს და მსჯელობს ვითარების გამომწვევ
მიზეზებს და სიტუაციის გაუმჯობესების გზებს.
|
მოსწავლე უჭირს თავისი რეგიონის დემოგრაფიულ ვითარების შეფასება
, ვითარების გამომწვევ მიზეზების დასახელება
და სიტუაციის გაუმჯობესების გზების ძიება.
|
მოსწავლე აფასებს თავისი
რეგიონის დემოგრაფიულ ვითარებას, ასახელებს
და მსჯელობს ვითარების გამომწვევ მიზეზებს და სიტუაციის გაუმჯობესების გზებს, მაგრამ
სჭირდება მასწავლების დახმარება.
|
მოსწავლე კარგად აფასებს თავისი რეგიონის დემოგრაფიულ ვითარებას,
კარგად ასახელებს და მსჯელობს ვითარების
გამომწვევ მიზეზებს და სიტუაციის გაუმჯობესების გზებს.
|
მოსწავლე სრულფასოვნად
და არგუმენტირებულად აფასებს თავისი რეგიონის
დემოგრაფიულ ვითარებას, ასახელებს და მსჯელობს ვითარების გამომწვევ მიზეზებს და სიტუაციის
გაუმჯობესების გზებს.
|
დანართი №2 მოსწავლის გასასვლელი ბილეთი
1.
გაკვეთილის
თემასთან და მიზანთან მიმართებაში, ხომ არ დაგრჩა ბუნდოვანი საკითხები?
|
2.
თემასთან
დაკავშირებით დამატებით ხომ არ გაინტერესებს რამე?
|
3.
რომელი
ღიმილით შეაფასებდი შენს თავს?
|
გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთლი
ჩავატარე მე-9 კლასში. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა იყო 1, გაკვეთილის თემა-- მოსახლეობის
ბუნებრივი მოძრაობა.
გაკვეთილი დავგეგმე მოსწავლის უნარ-ჩვევების, ინტერესების
შესაბამისად. გაკვეთილის მიზანი მკაფიოდ მქონდა ფორმულირებული და შეესაბამებოდა მე-9
კლასის ეროვნულ სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგების ინდიკატორებს. გაკვეთილს წარვმართავდი
გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე საგანთა შორის კავშირი. კერძოდ, მათემატიკასთან
„მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“,
გაკვეთილი ავითარებდა გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევებს:
- ციფრულ მედია წიგნიერებას: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სტატისტიკური მონაცემების ქსელური ძიება, ინფორმაციის გაფილტვრა, საჭირო ინფორმაციის ამოღება.
- სემიოტიკურ კომპეტენციებს: დიაგრამების, გრაფიკების შექმნა.
- სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს (პრობლემების მოგვარების, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება)
მიზნის მისაღწევად გამოვიყენე: გონებრივი იერიშის, გეოგრაფიული ინფორმაციის ქსელური მოძიების
და ანალიზის, სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე
სხვადასხვა სირთულის ნახაზების, დიაგრამის, გრაფიკის შექმნა. ინფორმაციის საფუძველზე
დასკვნების გაკეთების და არგუმენტირებული მსჯელობის აქტივობები.
აქტივობა პირველი
·
გონებრივი
იერიშით მოსწავლემ გაიხსენა რა იყო ბუნებრივი მოძრაობა და როგორ ითვლებოდა ბუნებრივი
ნამატი.
აქტივობა მეორე და მესამე
·
გეოგრაფიული
ინფორმაციის ქსელური მოძიების და ანალიზის,
სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის ნახაზების, დიაგრამის, გრაფიკის
შექმნა.
მოსწავლემ ვებ
გვერდ geostat.ge-ში მოიძია საქართველოს მოსახლეობის 2010, 2015-2017 წლების და თავისი რეგიონისთვის
2010, 2015-2016 წლების სტატისტიკური მონაცემები, გააანალიზა, ამოიწერა ამ წლებში შობადობისა და მოკვდაობის
მაჩვენებლები, შეადარა ერთმანეთს და წარმოადგინა სვეტოვანი დიაგრამისა და გრაფიკის
სახით. ამ წლების სტატისტიკური მონაცემები
სახელმძღვანელოებში არ არის ჯერ შეტანილი, ამიტომ ეს აქტივობა მოსწავლეს აძლევდა საშუალებას
გაცნობოდა საქართველოს მოსახლეობის და თავისი
რეგიონის სტატისტიკურ მონაცემებს, გაეანალიზებინა
როგორ შეიცვალა ქვეყანაში და თავის რეგიონში შობადობის, მოკვდაობის და ბუნებრივი ნამატის მაჩვენებლები.
აქტივობა მეოთხე
·
გაეანალიზებინა
მის მიერ მომზადებული თავისი რეგონის მოსახლეობის მუნებრივი მოძრაობის სვეტოვანი დიაგრამა,
გაეკეთებინა დასკვნები, რა ფაქტორები უწყობს ხელს რეგიონში ბუნებრივი ნამატის კლებას
წლების განმავლობაში და დაესახელებინა ვითარების
გაუმჯობესების გზები.
გამოყენებული აქტივობები შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს
და დაეხმარა მოსწავლეს
მიზნის მიღწევაში.
მიუხედავად
წარმატებული გაკვეთილისა, ზოგიერთ საკითხში კიდევ მჭირდება ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების
და მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების დახვეწა. სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით აღმოჩენილი პრობლებების მიზეზების დადგენისას და გადაჭრის გზების ძიებისას
დასჭირდა ჩემი დახმარება. ამიტომ სკოლის სხვა
მოსწავლეებთან ერთად მოვაწყობთ ხშირად აქტუალურ პრობლემებზე დისკუსიებს, დებატებს,
რათა მოსწავლემ დახვეწოს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.
ასევე
ჩემი პიროვნული განცდები და ნერვიულობა აისახა მოსწავლესთან ინსტრუქციის მიცემის დროს
ვლაპარაკობდი სწრაფად, რის გამოც მომიწია ინსტრუქციის განმეორება. შემდგომში ვიმუშავებ
ჩემს ვერბალურ კომუნიკაციაზე, ვითანამშრომლებ კოლეგებთან, ვაწარმოებ
თვითშეფასების ჟურნალს, რათა ჩემმა განცდებმა მოსწავლეს არ შეუქმნას პრობლემები გაკვეთილის
მსვლელობისას. მოსწავლემ შეძლოს ჩემი ფასილიტატორობით მაღალი აკადემიური შედეგების
მიღწევა.
No comments:
Post a Comment