Monday, April 15, 2019
" ჩემი პირველი ლექსი"
პროექტის „ჩემი გმირი და საყვარელი პერსონაჟის“ ფარგლებში ჩატარდა პოეზიის დღე.
მოსწავლეები სამ ჯგუფში გადანაწილდნენ, თითოეულ ჯგუფს დაურიგდა ფანქრები და თაბახის ფურცლები. ინსტრუქციის თანახმად მოსწავლეებს სამი სიტყვის "წიგნი, ბავშვი და სიყვარული" გამოყენებით უნდა დაეწერათ ლექსები, ხოლო ამ ლექსების მიხედვით შეექმნათ ნახატები. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მიუდგნენ საქმეს და აი შედეგიც:
Saturday, April 13, 2019
სასკოლო სასწავლო ტურისტული ლაშრობა ილინეს ხეობაში.
ლაშქრობის მიზანი იყო:
·
გასვლითი
გაკვეთილის ჩატარება თემაზე: რელიეფის ფორმები
·
შხელის
სალოცავის მონახულება
·
მოსწავლეებში
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება
·
მოსწავლეების
დაახლოების მიზნით სპორტული და გასართობი თამაშების ჩატარება.
ლაშქრობა იმაზე სასიამოვნო და
საინტერესო გამოვიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მოსწავლეებმა მოილოცეს შხელის
სალოცავი, დაანთეს სანთლები, მოაწყვეს პოეზიის 5 წუთი, იქვე შექმნეს და მათი ლექსები
მიუძღვნეს გლოლას და სიყვარულს. დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი გეოგრაფიის
გაკვეთილზეც, დახატეს ის გარემო, რომელსაც იქვე ხედავდნენ. დიდი შთაბეჭდილებებით
დაბრუნდნენ სახლში.
Tuesday, April 2, 2019
პროექტის „ჩემი გმირი და საყვარელი პერსონაჟი
ქართული ანიმაციის "წუნა და წრუწუნას" კინოჩვენება.
მოსწავლეებმა კინოჩვენებამდე იმსჯელეს ადამიანის ხასიათის დადებით და უარყოფით თვისებებზე, დააჯგუფეს ნეგატიური და პოზიტიური თვისებები ცალცალკე, T სქემის მეშვეობით. შემდეგ დაიყვნენ 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს განესაზღვრა ფოკუსირებული დაკვირვებისთვის რამოდენიმე პერსონაჟი. მოსწავლეები უნდა დაკვირვებოდნენ კინოჩვენების განმავლობაში, მათთვის განსაზღვრულ პერსონაჟებს, ამოეცნოთ და დაეხასიათებინათ პერსონაჟის ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებები, მოსაზრებების არგუმენტირებისთვის მოეყვანათ პერსონაჟის ქცევები ანიმაციიდან და გაეკეთებინათ ჯგუფებს თითო პრეზენტაცია. მოსწავლეები ხალისით ჩართვნენ აქტივობებში და პრეზენტაციებიც ძალიან ეფექტურად გააკეთეს.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
ჩვენი სკოლის პატარა მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ხანძრის დროს მოქმედების ინსტრუქციებზე.